,,ძველ ეგვიპტური მოდა”

მოდით ვნახოთ როგორი იყო ძველი ეგვიპტელთა ჩაცმულობა, როგორ გამოიყურებოდა ქალი და მამაკიაცი ნაციონალურ ტანსაცმელში.

წყარო

ინდიელები

ინდიელებზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად გამუქებული და რომანტიულია და არ ემთხვევა რეალობას. კინოფილმებიდან და ინდიელების შესახებ წაკითხული წიგნებიდან ვიცით, რომ ისინი ხის ტოტების ან ლერწმისგან აგებულ, გუმბათისებურ ქოხში ცხოვრობენ, რომელსაც ვიგვამს უწოდებენ და ბუმბულებით მორთული ტყავის ტანისამოსი აცვიათ. თუმცა, თანამედროვე ინდიელები ჯინსებსა და მაისურებში იმოსებიან და ეროვნულ სამოსს მხოლოდ იშვიათად, დღესასწაულების დროს თუ გაიხსენებენ.

ახალი ტომის ცხოვრება ძველი ტრადიციების მიხედვით მით უფრო საინტერესოა, რომ სხვადასხვა რეზერვაციაში მცხოვრებმა ინდიელების უმრავლესობამ მამაპაპური ტრადიციები უკვე დაივიწყა და ეს არ გამოხატულა მხოლოდ ჯინსებისა და მაისურების მორგებაში. ტრადიციების ასე თუ ისე მიმდევართა შორის არიან აპაჩების, ხოპის, ნავახოსა და ზუნის ტომის ინდიელები. მათ პომიდორი, სიმინდი, გოგრა და სხვა საკვები თავად მოჰყავთ. თამბაქოს მხოლოდ ლოცვის დროს აბოლებენ. მათი აზრით, სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით, თეთრკანიანებს ყოველი მოწევის დროს რომ ელოცათ.

ქალები ობობა-ქალის სულს ეთაყვანებიან, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, მათ ქსოვა და კერვა ასწავლა. ობობა და ობობას ქსელი ინდიელებისთვის საფიცარია, მათ ქსელის ამულეტებიც კი აქვთ. მაგალითად, “სიზმრების ხაფანგი”, რომელსაც ფანჯრის რაფაზე კიდებენ, სახლში ბოროტი ძალები რომ არ შეიჭრან და მძინარეს სიმშვიდე არ დაურღვიონ.

სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს ყოველწლიურ დღესასწაულზე – “პაუ ვაუზე” ხვდებიან და მძივებით, ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ.

ირლანდია

ირლანდიური ეროვნული სამოსი – ერთფეროვანი (ჩვეულებრივ ნარინჯისფერი) ქვედაბოლო (კილტი), გრძელი ქურთუკი, ღია ფერის პერანგი საყელოს გარეშე, დიდი მაუდის ბერეტი – პრაქტიკულად დაკარგა მნიშვნელობა. მხოლოდ მეგუდასტვირეების ორკესტრის მუსიკოსები იცვამენ სტილიზირებულ ხალხურ კოსტიუმს. სადღესასწაულო ჩაცმულობაში ჭარბობს მწვანე ფერი, რომელიც ეროვნულ ფრად ითვლება.


არაბი ქალები ჩადრით…

1996 წლის სექტემბერში, როცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდა, რადიო ”შარიათმა” ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყებოდა.
ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება…

ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. თავიდან უნდა აიცილონ საშიშროება იმისა, რომ ვიღაცამ ”ცუდი თვალით” შეხედოს. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.



მოდით, ვისაუბროთ ქართველ მუსლიმ ქალებზე…რას ფიქრობენ ისინი?მართლა ისეთი დაჩაგრულები არიან როგორც წარმოგვიდგენია? და საერთოდ…რა აზრისა არიან ყოველივესთან დაკავშირებით…

ერთერთი მათგანი ამბობს :,,ზოგიერთი ვერ იკავებს თავს და გისვამს საკმაოდ უხერხულ შეკითხვას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადმიანებისგან მოდის, ვისაც რწმენის არაფერი გაეგებათ. მეორეს მხრივ, მუსლიმანი ქალი სხვა ქალებისგან განსხვავებით დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად დაცულია, მას უფრო მეტად აღიქვამენ ქალად. დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველა ცდილობს შეეწინაღმდეგოს ბუნებას და “დაამტკიცოს”, რომ ქალი და კაცი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან, შინაგანად კი ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის. მუსლიმან ქალს ღმერთის სამსახური უნარჩუნებს იმ სახეს, რაც მას ღმერთმა მიანიჭა, მასში სჭარბობს ქალური თვისებები, არ მოდის დისჰარმონიულობაში ბუნებასთან, ის თავისი არსებით არის ის ვინც სინამდვილეშია. რწმენით გაჯერებულ ქალს უკეთესად შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება. ის არ არის მატერიალისტი, მასში უფრო მეტი სულიერებაა, მისგან მოდის ის დადებითი მუხტი, რომლის ასეთი საჭიროებაც არსებობს დღეს. მას შესწევს უნარი აღზარდოს პატიოსანი, რწმენით გაჯერებული შვილები, უფრო მეტად შეუძლია თავი მიუძღვანს ოჯახს. მუსლიმ ქალს შეუძლია დაამტკიცოს, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია იცხოვრო ისე, რომ გქონდეს შენი ფასეულობები და არ აკეთო ის, რასაც სხვა ყველა აკეთებს. ის სიწმინდის, პატიოსნების, თავმდაბლობის, ქალურობის განსახიერებაა. მას არ სჭირდება თავის დაცვა, იმიტომ რომ მას რწმენა იცავს .“

წყარო

ვიდეო წყარო

,,სარი”

სარი [სპარს. sārī] – აღმოსავლეთის ქვეყნებში (ინდოეთში და სხვაგან): ქალის სამოსი – გრძელი (4-5 მეტრამდე) ქსოვილი, რომელსაც გარკვეული წესით იხვევენ ტანზე.

       
ვარსკვლავებს უყვართ სარი

სარი – ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთში
და სხვა ეროვნების ქალბატონები მათი კულტურის პატივისცემას რაღა თქმა უნდა სარის მოხდენით ცდილობენ.
ვნახოთ ცნობილი ქალბატონები, რომელთაც მოირგეს სარი.

Elizabeth Hurley – ხშირად იცმევს სარის მას შემდეგ რაც გაყვა ცოლად მილიონერ არუნ ნაიარს.


ნაობი კემპბელსაც არაერთხელ ჩაუცვამს ის


ჯესიკა ალბა ფილმში “სექს გურუ”


pussycat dolls


კეტრინ ჰეიგლი ფილმში “27 კაბა”

ლედი გაგა

ბეიონსე კონცერტზე

დაღესტნელთა ეროვნული სამოსი

მამაკაცების სამოსი – ტრადიციული კოსტიუმი, პერანგი, ვიწრო შარვალი, ცხვრის ფაფახით. ფეხსაცმელი – წაღები, ზოგიერთ რაიონში გავრცელებული იყო ნაქსოვი ფეხსაცმელი. ზედა ტანსაცმელად გამოყენებული იყო ბეშმეთი. მამაკაცის სამოსის აუცილებელი ელემენტია – ხანჯალი.

ქალების სამოსი – გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, თითქმის ყოველ საზოგადოებას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი გააჩნდა. იმის მიხედვით თუ როგორ ატარებდნენ კაბას და „შალს“, როგორი იყო ფორმა და შეფერილობა, რა სახის ბეწვეულს, ფეხსაცმელს და სამკაულების ატარებდნენ, ადგენდნენ რომელი საზოგადოებიდან ან სოფლიდან იყო ესა თუ ის მანდილოსანი. ქალის სამოსი იცვლებოდა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გადასვლისას